Archive for the ‘ხელოვნება’ Category

481822_523073961044235_1761442258_n

ჩვეულებრივ, დილა არაფრის კეთების სურვილით დაიწყო, ვიცოდი წერას უნდა შევდგომოდი…  საათნახევრიან ფიქრში გაპარული დროის შემდეგ ვხვდები, რომ “მიდებ-მოდება”კონკრეტულში ვერ ჩამოვაყალიბე; ისევ გარეთ ვცდილობ თემის პოვნას.

ავტობუსში ალბათ ისევ პოლიტიკაზე, ამინდზე და მრავალ მსგავს,ბანალურ თემაზე ილაპარაკებენ.. ხელის ჩაქნევით გავრბივარ გაჩერებიდან, ფეხით ჩავუყევი 9 ძმის ქუჩას და ვცდილობ ე.წ “ჩორნი ხოდებით” გავაღწიო გზის მეორე მხარეს.

ფიროსმანზე კატამ გადამირბინა. ცუდის ნიშანია – იტყვიან ცრუ მორწმუნეები, გვჯერა ან ვუარყოფთ, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა მაინც რჩება;  ვაგრძელებ  გზას სხვა რამისთვის, და ვპოულობ ჩიხს, კედელს წარწერით “Fuck the world! გასასვლელი არ არის!   (more…)

DSC_0014

ყველაფერი, რაც გესმის, განაპირობებს
იმას, თუ რა მიმართულებით
იმოძრავებ. შენი საქმე მხოლოდ ისაა, რომ
მუსიკას მიენდო. ხოლო თუ მუსიკას გაყვები,
მაშინ ნებისმიერი მიმართულებით
შეძლებ მოძრაობას.
სთივ ლეისი

19.05.2013

მეც მუსიკის ხმას მივყვები. გზაზე კრისტის ვამჩნევ, ჩემკენ მომავალს. კრისტი ჩემი მეგობარია, ახლახან ჩამოვიდა გერმანიიდან. უყვარს ხეტიალი ჩემსავით. (more…)