Archive for the ‘ყველაფერზე ან არაფერზე’ Category

ზოგადად ძალიან რადკალური ვარ. მიჭირს დავიჯერო, რომ ორიდან ორივე მართალია ან პირიქით. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ როცა გულრწფელი ხარ უნდა მიხვდე, რომ მართალია ის ვინც გულწრფელია ანუ 12570982_927286390698003_458191620_nარ არსებობს თანაბარი დანაშაული ან თანაბარი სიმართლე. აი, თუ მაინც შუაში ხარ უბრალოდ გამოსავალს ეძებ, რომ ვინმეს არ აწყენინო – ეს კი ანგრევს შენს პიროვნებას და გამუდმებულ დეპრესიაში ვარდები.        ასე ვარ მე – არაფერი მიყვარს დამალული და ამ დამალულის ძიებაში ხან ერთ მხარეს აღმოვჩნდები და ხან მეორე მხარეს. ისე, როგორც არსებობს ზღვარი კარგსა და ცუდ შორის, დამოკიდებულებასა და დამოუკიდებლობას შორის, არსებობს გზა სიმართლისაკენ და ტყუილისკენ ან ხშირად თავის მოტყუებისკენ! უკანასკნელი, რომელიც სიკეთით და კეთილი ნებით გემართება დაავადებაა, რომელიც აუცილებლად მოგკლავს, ანუ თვითმკვლელობაა გწამდეს იმის რისი დაჯერებაც ასე რთულია! იმდენად რთულია, რომ უხერხულობას გიქმნის, უხერხულობამდე რთული! საიდანაც გარბიხარ, გარბიხარ და ისევ იმ ადგილას რჩები!                    მე მოვწყდი ერთხელ ასეთ უხერხულობას და ახლა უფრო უხერხულია ვწერო ამაზე, რადგან აქამდე ვერ მახარებს ეს ფაქტი, რადგან აფეთქება განადგურებით სრულდება! აფეთქებამ დამიტოვა გრძნობა, რომ ადვილად შემიძლია ადამიანს  ვაპატიო თუ ის ჩემთან ისეთივე ემოციით მოვა, რამდენიც მე გავეცი მისთვის, ანუ ადამიანებს სამაგიერო ყოველთვის გვახარებს, მაგრამ როცა იგივე მეორდება ისევ იწყება რბოლა… გარბიხარ, გარბიხარ და ისევ აქ დგახარ და ითვლი პალტოდან ჩამოცვენილ ღილებს – ერთი, ორი, სამი  და გულში ფიქრობ კი მაგრამ სულ რამდენი ქონდა, ბოლო ღილს აკერებ მხოლოდ და ფიქრობ  ერთიც საკმარისია, რომ არ გაიყინო, (გააჩნია ზემოდან აკერებ თუ ქვემოდან) დანარჩენს ხელებით მოერევი… მერე ისევ გარბიხარ, რადგან შუაში ყოფნა არასდროს გხიბლავდა და ის ერთი ღილიც არასდროს ძვრება.(თუ რა თქმა უნდა პალტოს გადაგდებას  არ აპირებ.)
პალტო არ გადამიგდია.
ახლი ვიყიდე, მაგრამ ვერ ვიცმევ. ხშირად მჭირს ასე, ჯერ გარდერობში ვაძველებ და მერე სხვას ვჩუქნი. ზოგადად ახლის მორგება მერთულება, შეჩვეული ჭირივითაა.
სხვაზეც ასე ვარ. ყოველდილით როცა სახლიდან სამსახურამდე ვიტრინებს ვათვალიერებ, მანეკენების ჩაცმა-გახდით დაღლილი, იმაზე ვფიქრობ, რომ ძველი ჯობდა.
სამსახურში მისული თანამშრომელს უყვები, რა ცუდია, როცა მანეკენები იცვლიან ტანსაცმელს, მას კი ეს სისულელედ ეჩვენება და მანეკენების გახდის აუცილებლობას მიმტკიცებს, რადგან ეს რეკლამაა, რომელიც ყვირის… ყოველ დილით მაინც მაწუხებს ჩაცმა-გახდით დაკავებული მანეკენები და ვიტრინებთან  მწოლიარე ათასგვარ ჭინჭში გახვეული პატარა ბავშვი.
ვყვირივარ. ქალი, ბავშვი, მოხუცი, რომელიც საცხობთან ზის და დღესასწაულს გილოცავს 10 თეთრისთვის და მერე არაფერს ელაპარაკება – ,,დედაგენაცვალოს, შენ ხაჭაპურები დააცხე შენ ქათამი შედე”.
დღეს დედამ ხაჭაპურები დააცხო.
ქათამიც შედო ,,დუხოვკაში” რადგან გვედღესასწაულება და ამ დღესაც რაღაც განსაკუთრებული  ფორმა აქვს ჩვენთან.  ნუ შეიძლება არც აქვს, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ ფორმას ყველანი ერთად და ეს კიდე უფრო მისტიკურს კავშირს გავს, მასის გადარევამდე დაყვანილ კავშირს ამ დღესათან, რომელიც ვიღაცის ჯინაზე გავსებული მაცივრის წინ დგას და ღიპზე ხელებს ისმევს, ისეთი ღიმილით კაი ღიპიან კაცს რომ შესშვენის ნაბახუსევზე.
არ ვარ ნაბახუზევი.
ვდგები ვიცმევ პალტოს და ისევ გავდივარ სახლიდან.
გვერდს ვუვლი დანგრეული სახლის საძირკველში მწოლიარე კაცს, რომელსაც თავისი ,,წარმომავლობისთვის” დახმარება არ ერგო წილად.
ამბობენ რუსეთის მოქალაქეაო და თანაც ჯიუტი ლოთი ან როგორც აკონკრეტებენ ჯიუტი ბომჟი, რომელსაც ქუჩაში ცივა, მაგრამ ,,უხარია”…
მცივა. მე კი არ მახარებს ეს ფაქტი.
ხელებს ვიშველიებ, რომ გავთბე და თითქოს ისევ ვიწყებ რბოლას..
რბოლას სარდაფიდან სარდაფამდე, თითქოს ამისთვის ხარ განწირული და იატაკქვეშეთში გამომწყვდეული  ნესტის სუნის გარდა ვერაფერს გრძნობ, სანამ ერთი ასეთი ქვეშეთიდან შეშლილობის ზღვარზე მყოფი კატა არ ამოყოფს თავს პატრონთან ერთად, რომელსაც ისევე არ ერთულება არაფერთან ლაპარაკი, როგორც იმ ქალს, რომლისთვისაც ყოველი დღე დღესასაწაულია 10 თეთრისთვის.
10 თეთრი მოლაპარაკე კალენდრისთვის რიტუალია.
რიტუალი არაფერთან სალაპარაკოდ.
კალენდარს არსადროს ვიყენებ.
ზოგადად საათსაც იშვიათად ვუყურებ, მაგალითად მაშინ როცა ადგომის დროა ან წამლის დალევის, რომელსაც ყოველთვის დაგვიანებით ვსვამ ან ადრე, რომ არ დამავიწყდეს. წამალს ხანდახან უჭმელად ვსვამ, რადგან არასდროს ვიცი რა მინდა ვჭამო. ალბათ თქვენც გქონიათ მომენტი, როცა ძალიან გშიათ, მაგრამ ნებისმიერი  საჭმელი გეზიზღებათ და ვერ ჭამთ. მე ხშირად მომდის ასე. დედა ნაღველს აბრალებს…
ნაღველს ყოველდღე ვაღიზიანებ. დილის ყავის სმის  რიტუალით დაწყებული პლიუს სხვა დანარჩენი ცუდობებით, მაგრამ ვიტან. ვიტან სანამ კედლებზე ხოხვას არ დამაწყებინებს და ორი ცალი ნემსი ისევ მოუღებს ბოლოს ამ ყველაფერს .
დღეს ორი ცალი ნემსი გამიკეთეს.
მტკიოდა და ჩემმა ძმამ სასწრაფო გამოიძახა.                                                                                     ერთი- გაგიყუჩებს, მეორე -დაგაძინებს… და სასწრაფოს ექთანს ჩემამდე ჩაეძინა. ჩემმა ისტერიკულმა სიცილმა გამოაღვიძა და განაგრძო წერა – გავუკეთეთ ესადა ეს… არ საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანას. გმადლობთ.
სულ ეს იყო გათენებამდე.
ფოტოაპარატში ფირი თუ ჩაგიდიათ და მერე გაგიმჟღავნებიათ, დაგითვალიერებიათ, ამოგირჩევიათ
და დაგიბეჭდავთ 40 თეთრად –  სულ ამას ვამსგავსებდი ყოველ დღეს, როცა რამის მოყოლას დავაპირებდი. 2- 5- 9-11 და ა.შ. სულ 24 კადრი.
კადრები გარბოდა და იცვლებოდა ფირებიც ჩემს პლასტმასის აპარატში.
იცვლებოდა დრო და ადგილი, თითქმის ყოველ კვირა სხვა და სხვანაირი და ყოველი დღე ერთნაირი.
მაგრამ ზამთრის გადატანას, ისევ ამ პალტოთი ვაპირებ. დანარჩენი, ღილები?!
დანარჩენი ღილებისგან თოჯინები შევკერე, მწვანე ანგელოზები.
არაფერი განსხვავებული.
დაღამდა.
ყოველთვის გახსოვს დილით რა მოხდა და რას შვებოდი დაძინებამდე. შეიძლება მხოლოდ შუაში დაგავიწყდეს.
1-ლი და 24-ე კადრი.                                                                                                                      თენდება.
მერე  ისევ მიდიხარ სამსახურში.
პალტოს ერთი ღილი ვერ იკავებს სიცივეს, მაგრამ  ხელებით შველი.
მაგრად ებღაუჭები ერთი ბოლოდან მეორეს, რადგან მაინც ასე გირჩევნია შუაში ყოფნას, უხეხულობამდე დაყვანილს..

554614_406851922690015_166709683_n

          ჯერ ისიც არ იცი რა დაგჭირდება და რა – არა. ყველაფერს, აქამდე ჩაუცმელ ტანსაცმელს, გამოუყენებელ ნივთს თუ აქსესუარს ჩემოდანში ჩასადებად მიაქანებ. დედა კი  ერთი თვისსაგზალს დილიდანვე ამზადებს. ცდილობს რაც შეიძლება მეტი სურსათ- სანოვაგე მოათავსოს ყუთებში, ჩანთებში, რადგან ასე უფრო დაიმედებული იქნება – შვილი მშიერი არ დაურჩება.

მერე ღამდება. (more…)

„ყველაზე მყარი თვისება ყველა ადამიანური შეხედულებისა ის გახლავთ, რომ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან“

მონტენი

tumblr_lmaeh9sBAq1qahv20o1_500_large„ადამიანთა  ურთიერთობები გაქრა ცხოვრების ყველა სფეროში, დავიწყებულია უბრალო ჭეშმარიტება“ _ ეს აზრი, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში 60-70იან წლებში ინდოელმა ფილოსოფოსმა ოშო რაჯნიშმა ჩამოაყალიბა.

თანამედროვე ეპოქაში ჭეშმარიტება ძალზე შეფარდებითი გახდა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ყველა ის მსოფლმხედველობა თუ თეორია, რომელთაც ამა თუ იმ ეპოქაში გაბატონეული მდგომარეობა ეკავათ დასავლურ სამყაროში და ჭეშმარიტების ფლობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას.

ალბათ, გაცილებით ბედნიერები იყვნენ უძველესი ადამიანები, რომელთაც სჯეროდათ ყოვლისშემძლე კეთილი შემოქმედის, ისინი მითებში ცხოვრობდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა შეხედულებები, აზროვნების დონემ ზენიტს მიაღწია და იდეათა ბრძოლის ასპარეზად იქცა მთელი გალაქტიკა. დაირღვა წესები, კანონები, გაუფასურდა შეხედულებები.

“ღმერთი მოკვდა”_ ასე ახსნა 20-ე საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ, იმ კეთილისმყოფელის ზეგავლენის გაქრობა, რომლისაც ადამიანებს შეუცნობლად სწამდათ.

(more…)