Archive for the ‘გარემოსდაცვა’ Category

get_img
“სად არ ვიხეტიალე, რა არ ვნახე, რა არ გამოვცადე. ხელფეხშეკრულიც ვიყავი, შეჩვენებულიც ,   ჭაობის სუნიც შევიგრძენი. ცეცხლიც გამოვიარე, წყალიც გამოვიარე, ლაფიც გამოვიარე, ციცაბო აღმართიც ბევრი შემხვდა, დაკიდებული თავდაღმართიც, ცეცხლმოდებული უდაბნოც და გაუვალი ტყეც, ტოტები არ მიშვებდნენ… სად არ ვყოფილვარ, ვის  არ მოვუტყუებივარ, ვის არ ,,ვუხმარივარ”, ვის არ ვუნახივარ ასეთი, ასფერი, ფერ დაკარგული, გაცვეთილი, მიგდებული, უხმარი,ნახმარიც. მაინც ყველას ვუღალატე. საკუთარ თავსაც ვუღალატე! ამის გამო მუდამ მეზიზღებოდა ჩემი თავი. ვგრძნობდი, როგორ ვიხრწნებოდი, დიდი ხნით წლობით, მეტითაც…

სად არ ვიყავი?!

რამდენჯერ ამებნა თავ-გზა. რამდენჯერ მიმოვიხედე შეშინებულმა და სადა ვარ-მეთქი, ჩემ თავს ვკითხე. ისევ არ მასვენებდა ქარი, ყოველთვის ,,სხვაგან” უნდოდა წავეყვანე. მეც აი, აქ დავრჩი -ყველგან!” – წერს ჩემს მისამართზე მოსულ ბართში, სახელად – პ. პარკი.

დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, საერთოდ ხშირად მომდის წერილები იმათგან ვისზაც  წერას ვაპირებ ხოლმე. ეს პოლ პარკის ბარათია ანუ პოლიეთილენის პარკის. გამოგიტყდებით და მიუხედავად იმისა რომ ლოიალური ვარ ყველა საგნის არსებობის მიმართ, ამ ,,პარკების” საგვარეულოზე გადამეტებულად ცუდი წარმოდგენა მაქვს და ვაპირებდი კიდევაც გულახდილად ცუდი სტატია დამეწერა.

შემაყოვნა მისმა გულახდილობამ ამ წერილში. ცუდი ბევრი ვიცი და დავიწყე მისი კარგი თვისებების მოძიებაც, დიდი ვერაფერი!

გეთანხმებით, ის საჭირო იყო სანამ მისი მავნეობა დამტკიცდებოდა.

დავიწყე წერა…

…პოლიეთილენის პარკები ბუნებრივია პოლიეთილენისაგან მზადდება, რომელიც პირველად ჯერ კიდევ 1899 წელს გერმანელმა ინჟინერმა ჰანს ფონ პეხმანმა თქვენ წარმოიდგინეთ და შემთხვევით მიიღო.

მაშინ, ამ, მომავალში კოლოსალური მასშაბით გავრცელებულ ნივთიერების გამოყენებას ფართო მასშტაბები არ მიიუღია. პოლიეთილენის „ხელახალი არმოჩენა“ 1933 წელს მოხდა და  მისი „მეორე სიცოცხლე ინჟინერ ერიკ ფოსეტისა და რეჯინალდ გიბსონის სახელს უკავშირდება. ამ დროიდან იგი ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც სატელეფონო კაბელების საიზოლაციო მასალა. სწორედ მისი მეშვეობით მოხერხდა поливинилхлорид პოლივილინქლორიდის ჩანაცვლება.

საინტერესოა, ისიც თუ რისგან მზადდება თავად პოლიეთილენი, რადგან ეს პროცესი გარდა იმისა, რომ ასევე წარმოადგენს გარემოს დაბინძურების წყაროს,  მის მისაღებად გამოიყენება ის ძვირფასი და ღირებული ბუნებრივი რესურსი, რომლის ჩამოყალიბებასაც მილიონობით წლები სჭირდება და რომელიც დედამიწაზე უკვე ამოწურვის პირასაა მიყვანილი.

საუბარი ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე ! სწორედ მათგან ასევე რიგი ასევე საწვავად გამოყენებადი აირებისაგან (გაზებისაგან), კერძოდ ეთანისგან, პროპანისგან, ბუტანისგან, მიირება ეთანოლი, რომელიც თავის მხრივა ასევე გარემოსთვის საზიანო ქიმიური პროცესების შედეგად შემდგომში პოლიეთილენად გარდაიქმენება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჰანს პეხმანის „შემთხვევითი“ მიგნების გამოყენება იქამდე მივიდა, რომ ეთანოლი დღეისათვი დედამიწაზე ყველაზე ფართოდ წამოებად ორგანულ ნივთიერებას სწორედ ეთანოლი წარმოადგენს ! ყოველწლიურდ ის 113 000 000  ტონა ანუ 113 მილიარდი კილოგრამი ეთანოლი იწარმოება ! ! !

2002 წლისთვის მსოფლიოში პოლიეთილენის პაკეტების წარმოების საერთო მოცულობამ თითქმის 5 ტრილიონ ცალს მიაღწია…”

რატომღაც მეტი ვერ დავწერე და ამეკვიატა და ვიმეორებ ერთი და იგივეს, მან იპოვა თავისი ადგილი დროში და მე გადავწყვიტე  მას გავუგზავნო საპასუხო წერილი სათაურით ,,ძვირფასო, პ.პარკ შენ უკვე ამოწურე შენი თავი!”

,,ძვირფასო, პ.პარკ

შენ უკვე ამოწურე შენი თავი!

მინდა მოგიყვე იმაზე რასაც შეიძლება შენ ვერ გრძნობ ან ვერ ხვდები და რათქმაუნდა შევეცდები გულახდილი ვიყო შენთან.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, დიდი სერიოზულობით იხუმრა, ჩვენს ირგვლივ იმდენი პარკია ხეებზე ალბათ  სიტყვა ტყე-პარკი აქედან გაჩნდაო. ხუმრობა იქით იყოს და გაუაზრებელი პრობლემებიც,რომლებიც შენ და შენს მოდგმას გახლავთ, ძალიან ბევრია, სულ ყველაფერს ვერ მოგიყვები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ესთეთიური სილამაზით გამოირჩევით, როცა ქუჩაში  მფრინავი სხვადასხვაფერი პარაშუტების ფორმები გაქვთ, შეიძლება შენ ქარს დააბრალო ან კიდევ უარესი ადამიანებს, მაგრამ  დიდი შანსია თავს დაგესხა ნებისმიერ ჩვენგანს ან დაესხა რომელიმე მოძრავ ავტომობილს, დიდი  სახიფათო რამაა შენი თვისებები უქაროდაც და რაც შეეხება ადამიანებს იმათ ვერ გავამართლებ.

ალაბათ ისიც გწყინს შენობით რომ მოგმართავ, მაგრამ ჩვენთან იმდენად შინაური ხარ გარეთაც და შიგნითაც სხვანაირად არ შემიძლია.

მახსოვს შენი პირველი წერილი 2010-ში იქ გაბრაზებული მწერდი, უკვე იტალიაშიც ამკრძალეს, რითი მჯობია ერთი ქაღალდის პარკებიო და იმ ათასგვარ არგუმენტს მთავაზობდი, რომ შენი ალტერნატივა ძვირი და უარესიაო.

მე მაშინ არ გიპასუხე და იმედია ბოლოჯერ გწერ.

ამიტომაც მინდა ამომწურავად გიპასუხო და ვცდილობ!

ჯერ ეს ერთი, ქაღალდი გარემოს არ დააბინძურებს და ნიადაგში მოხვედრის შემდეგ მალევე იშლება და ნეშომპალად იქცევა, მაგრამ გეთანხმები მისი წარმოება შედარებით ძვირი ჯდება და რაც მთავარია, ძალიან დიდი ხეტყის რესურსი სჭირდება. საქართველოში კი ბოლო პერიოდში ლამისაა მთლიანად გაიკაფა მწვანე საფარი და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ქაღალდის პარკების წარმოება რომ დავიწყოთ, თუმცა იმედია ამ მიზნით მაიც არ აპირებენ ტყის გაჩანაგებას და ქაღალდი ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან შემოაქვთ სადაც ამისათვის ხელოვნურ ტყეებს აშენებენ, სხვა ალტერნატივაც ბევრია: მაგალითად, ნაჭრის ჩანთების იდეა შესანიშნავია, რომლებიც საკუთარი ხელითაც შეგვიძლია შევკეროთ და მრავალჯერადი ფუნქციაც ექნება.

შემდეგ მეორე, თქვენი წარმოებისას გამოიყენება სასარგებლო წიაღისეული, რომლის მარაგიც ბუნებაში საცაა ამოიწურება, ამზე ჩემს სტატიაშიც ვრცლად წაიკითხავ თუ დაინტერესდები ამ წერილის მერე, ისე ვიცი ჩემს ყველა სტატიას გუდასმით კითხულობ. ვაგრძელებ…

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს – თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე, რომლებიც მრავლადაა ჩვენთან, დაგროვილ პარკებში იწყება თვითაალება, რომლის დროსაც მიმდინარეობს მხრჩოლავი წვა. ამ დროს ატმოსფეროში საშიში ნივთიერებები გამოიყოფა.

ასევე,  საფრთხე ექმნება  ცოცხალ ბუნებას, როგორც თავად ამბობდი შენ და შენისთანები ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებსა და ტბებში. დამტკიცებულია., რომ დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილეთლენის პარკების გადაყლაპვის გამო.ამაზე რატომ არსდროს მოგიწერია?!

ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი ხარ, თუმცა იმედი მაქვს მალე აღარ იქნები, რადგან ჩემდა გასახარად  (და იქნებადა შენთვისაც ჯობდეს) ე.წ ,,მარკეტებში” თუ ვითომდა პატივისცემის ნიშნად ცხრა შენნაირ პარკში მიდებდნენ ერთ პატარა ნივთს, ახლა ასე აღარ ხდება, ნაჭრის და თნა სიმპატიურ ეკოჩანთები შემოვიდა მოდაში. ბევრი აფთიაქი, საცხობიც და სხვაც უკვე ქაღალდის პაკეტებს იყენებს. ეს შესანიშნავია!

არ გეწყინოს მაგრამ შენ უკვდავი ნაგავი ხარ!

შენი გვამიც კი მიწაში 200-100 წელიც კი არ იხრწნება.

გეყოფა პოპულარობა, შენვე ამოჭამე შენი თავი!

არა პატივისცემით,

წერილის ავტორი: ს.ძ”

Advertisements