ები_ებით… გამეორებები(თ) მჭირს, გაორებები და გაათასებები ამ სახლებივით…

Posted: ნოემბერი 19, 2013 in მშვიდობა, ომი, საზოგადოება
წეროვანი 2013. 17 ნოემბერიIMG_0003

ერთნაირები _ სახლები… ხალხი(ები), ცხოვრება _ერთეფეროვან(ებ)ი… სიცივე, ისევ ძალიან სიცივე(ები)..ბოძებს შორის გაბმული გრძელი თოკები, მასზე გაფენილი ფერადი სარეცხი.  ქარი_აფრიალებს… ბურთი. ბავშვები თამაშობენ _ ვეთამაშებით, მინდა თამაში თამაში ამ სათამაშო სახლებივით შორის _ ვთამაშობთ..

ფოტო მინდა ფოტო ბავშვის სახლის ორსაფეხურიან კიბეზე, აგრესიული ბავშვის, გაბრაზებულის, რომელიც ვერ მიტანს იმიტომ რომ მე სულ აქ არ ვცხოვრობ…IMG_0124

ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღქმული სამყარო, უფერული _წითელი თავით.

ნომერი, სახლის ნომერი ცხრაას…(9…) ფანჯრის მიღმა დანახული, მორცხვი თვალები და მაინც ყველაზე ახლო (ბელი) მოპატიჟება _  უფოტოაპარატოდ, დიქტოფონის გარეშე, მხოლოდ საუბარი _ გულრწფელი…

„მეც სოც. პოლზე ვსაწავლობ ჯავახიშვილში. იცით იქ რა კარგი იყო,ახალგორში… სკოლის გვერდით მქონდა დიდი სახლი, ესეთი ხრიოკი კი არ იყო, აქ მერიდება მეგობრების მოყვანა…“

მომცრო ზომის კოტეჯი(ები) ორი საძინებლისგან, საერთო ოთახისგან, პატარა სამზარეულოსა დაIMG_0097 საპირფარეშოსგან შემდგარი, სადაც ახლა მე ვზივარ და  მეკოს ვესაუბრ  ებ ი.

საუბრები _რომ ადრე ვაუჩერისაც ურიგებდნენ და კიდევ რაღაც_რაღაცე ებ ი…  „მალაკო“ ,”პესოკი”, ფქვილი, ბურღულეული და ათასი რამ, რაც საჭიროა… ახლა დიდი ხანია არვის მოუხედავს მათთვის…

მერე ისევ ები, მონატრე ბე ე ბ ი… ბებო ენატრება, ძალიან, რომელიც ახალგორში დარჩა და წლებია არ უნახავს, ენატრება საკუთარი ოთახი და წიგნე ები _ ბევრები..

„აქ წიგნებს ვეღარ ვატევ და ვცდილობ სადმე შევმალო ხოლმე…“

მერე ისევ გამოვდივარ მეკოს სახლიდან და ყველაფერი ერთმანეთში მერევა, აქ ყველა სახლი ერთმანეთს გავს, სახლებთან შეშ ებ ი  ყრია.

მოხუც ებ ი მიღიმიან (საყვარლ ებ ი). ცდილობენ ამიხსნან, რომ ზამთარში ამ სახლში ძალიან ცივა და ზაფხულში კი პირიქით“ ირგვლივ ვერც ბაღს დაინახავთ და ვერც ხეს სადმე,რომ  თავი შეაფარი ზაფხულში ჩრდილს.IMG_0014

„ცუდი მიწაა, ვერაფერი გავახარეთ, დაგვპირდნენ ნაკვეთებ, მაგრამ ძალიან შორსაა, თან არც თუ მოსავლიანი და არ ღირდა დამუშავება“

ისევ პრობლემ  ებ ი…

„ჩემი შვილი 34 წლისაა, თავს თევზჭერით ვირჩენთ, მაგასაც არ გვაჭერინენბენ ბევრს, მერე რო გავყიდოთ და პურის ფული ვიშოვოთ, მე ავადმყოფი კაცი ვარ, მართალია საავადმყოფო კი დაგვიდგეს და კარგადაც გვემსახურებიან, მაგრამ წამლებს , რომ გამოგვიწერენ მერე იმის ფული არ გვაქ.. დახმარებაც უკვე რამდენი ხანია არ მიგვიღია“ ამბობს მოხუცი სანდრო პაპა

მერე? – ისევ კითხვ ე ბი  სანდრო პაპას, რომელსაც ისევე, როგორც ყველა დევნილს, არანაირი საკუთარი შემოსავალ ე ბ ი არ გააჩნია;

“რა ვიცი, გვეუბნებიან – მერე  სახლებში დაბრუნდებითო”.

მერე ისევ ები. ..

სახლები გარეთ ჩამწკრივებული, დანომრილი პატიმრის „პიჟამოებივით“IMG_0150

მერე,”გიფსოკარდონის” კედლები, ზოგან გაიბზარულები…

იმედ(ებ)ი მაინც გაუქრობელ(ებ)ი და ლაპარაკი იმაზე, რომ ახალი მთავრობა აუცილებლად უშველის…

მერე მთავრობაზე გახსენ ებ ებ ი… უშუქობები…

სხვა დღეები და  დღეს პრეზიდენტის ინაგურაცია და წეროვანში მცხოვრებლები…

დღეს მოსახლეობას შუქი არ აქვთ, არადა, როგორ აინტერესებდა სანდრო პაპას, როგორ დადებდა ფიცს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი…

ფიცს _ პრეზიდენ ტ ებ ი…

არადა როგორი იმედი ქონდა. _ სახლში დაბრუნების…IMG_0156

დაბრუნებ ებ ის…

მერე ისევ წამოვედით.

წამოსვლები…ისევ სარეცხი ეფინა გრძელ თოკებზე. ბავშვები ისევ თამაშობდნენ ბურთს და ჩვენს დანახვაზე ზოგი „სირბილებით“   იკეტებოდა სახლში, ზოგს კი პოზიორობები და  ფოტოები უხაროდა.

მერე ის ბავშვიც იყო ორსაფეხურიანი კიბის აივანზე, კარების წინ ჩამომჯდარი და გაბრაზებული მიყურებდა ვძულდი, რადგან იცოდა მე აქ არ ვცხოვრობდი და ეგონა მე უფრო დიდი სახლი მქონდა, ბევრი ოთახებით და ეზოთი, როგორ ახალგორში…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s