სვანური ფიცი _ ფასეულობების დასაცავად

Posted: ნოემბერი 11, 2013 in თავისუფლება, მშვიდობა, საზოგადოება

„ხუდონჰესი“ ერთერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემური საკითხია დღეს საქართველოში, განსაკუთრებით კი ხაიშელებისთვის.IMG_0116

პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია, საპროტესტო აქციის ფონზე უფრო მძაფრ ხასიათს იძენს. ადგილობრივი მაცხოვრებლები, სხავდასხა სამოქალაქო სექტორებთან და ორგანიზაციებთან ერთად უკვე მერამდენედ  მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინონ მათი მოთხოვნა, რათა არ მოხდეს “ხუდონჰესის” მშენებლობის დაწყება.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ საკუთარი სახლ-კარის დატოვება, რასაც  გადასასახლებელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ იზიარებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობის ნაწილი უკვე იყო გადასახალებული, თუმცა გადასახლებულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ გაძლო და კვლავ დაუბრუნდა თავის პირვანდელ საცხოვრისს. ამ ოჯახებისთვის მეორედ გადასახლება კიდევ უფრო რთული და მიუღებელია.

პროექტის ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია და მეორე პლანზე აყენებს ეკოლოგიურ და ეკონომიკურ რისკებს.IMG_0148

პროექტის განმახორციელებლები, საუბრობენ მსოფლიო ბანკის პოლიტიკისა და მისი სტანდარტების გამოყენებაზე; თუმცა, მათ მიერ გამოყენებული მეთოდიკა ძალზე შორს დგას, როგორც მსოფლიო ბანკის, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონმდებლობისგან, რომელიც მოითხოვს გასასახლებელ პირებთან დეტალურ, მიზნობრივ კონსულტაციებს, მონაწილეობის შესაძლებლობას განსახლების პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ხაზგასასმელია, რომ საზოგადოებასთან და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ თემებთან კონსულტაციის გარეშე, პროექტისათვის საჭირო 1500 ჰექტარი მიწა და მასზე განლაგებული უძრავი ქონება, მათ შორის, ადგილობრივ მაცხოვრებელთა ქონება და ასევე, 178 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული სამუშაოები, რომელიც გაწეულ იქნა საბჭოთა პერიოდში ხუდონჰესის საპროექტო არეალში, სიმბოლურ 1 აშშ დოლარად გადაეცა ინვესტორ კომპანიას.

მოსახლეობამ 4 ნოემბერს, უკვე მეორედ, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წმინდა გიორგის ხატთან ფიცი დადეს,რომ  არ დაუშვებენ გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის „ხუდონჰესის“ მშენელობის განახლებას, რასაც მესტიის რაიონის სოფლების ხაიშის, გაღმა ხაიშის, ტობარის, დაკარის დატბორვა და 2000-ზე მეტი ადამიანის გასახლება მოჰყვება.

მოსახლეობის თქმით, რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, ხუდონჰესის მშენებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.ირაკლი იოსელიანი: „ვერსად ვერ წავალთ, აქ არ აშენდება ჰესი, რომ ხაიში დაიტბოროს.ჩევენ არსად არ მივდივართ აქ გვინდა ვიცხოვროთ ესაა ჩვენი მიწა, ჩვენი საფლავები, სამლოცველო“

მერი ჭკადუა: „რატო გვყრით მითხარი რა დავაშავეთ!  ჩვენ ეს კლდეები გვირჩევნია იცი თუ არა შენ?! არსად არ მივდივართ იცოდეთ! არსად!“

“ხუდონჰესის” მშენებლობით წყლით დაიფარება მთლიანად სვანეთი, მათ შორის, ჩვენი სალოცავები და ის ეკლესია, რომელიც მეთორმეტე საუკუნეშია აშენებული და ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევებმა მოაღწია. ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით აღადგინა ეს სალოცავი.
გარდა ამისა, წყლით დაიფარება ჩვენი წინაპრების საფლავები.  “ხუდონჰესის” მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ხაიშის მოსახლეობას, არამედ მთლიანად სვანეთს და საქართველოს. ჩვენ ხატზე დავიფიცეთ, რომ შევეწინააღმდეგებით აქ “ხუდონჰესის” მშენებლობას. ჩვენ ფიცს არ გავტეხავთ”, – აცხადებდნენ ხაიშში მცხოვრები სვანები.

უძველესი, ადათობრივი სამართლიდან მომდინარე ფიცის, სვანურად „ნაბანის“ რიტუალი, მე-12 საუკუნის ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესიაში, მაისის ბოლოდან სრულდება. ჰესის აგების შემთხვევაში ეს ეკლესიაც წყლის ქვეშ ექცევა.IMG_0152

„ვფიცავ არ დავიშურებ ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას, რომ ტაძარი, სასაფლაოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები წყალქვეშ არ მოექცნენ“ – ასე გამოიყურება ფიცის ტექსტი, რომელიც ეკლესიაში ინახება. ხატზე დაფიცების მსურველთა რაოდენობა ზემო სვანეთში სულ უფრო იზრდება.

ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელიზურაბ ნიჟარაძე  „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ სვანები „ხუდონჰესის“ აშენებას არ დაუშვებენ:

„საერთოდ ასეთი პრეცედენტი, მასობრივად ხატზე დაფიცება სვანეთში დიდი ხანია არ ყოფილა. იმდენად უარყოფილი და იგნორირებულები ვიყავით ყველა სახელმწიფო ინსტანციიდან, რომ იძულებული გაგვხადეს და დავიფიცეთ ხატზე.

დავიფიცეთ, რომ ჩვენ არ ვართ ხუდონჰესის აშენების მომხრე და ყველა მშვიდობიანი ხერხით წინააღმდეგობას გავუწევთ. 80-ზე მეტი ოჯახია ამჟამად ვინც უკვე დაიფიცა და ყოველდღიურად ემატება და ემატება.

ვერანაირი კომპენსაციის საფუძველზე და ვერანაირი პირობებით ვერ დავთანხმდებით, თუნდაც, ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს ამას, ხუდონჰესის მშენებლობას იქ და იმ მაშტაბებით, სადაც ესენი გეგმავენ და აპირებენ. ეს ჩვენი საბოლოო სიტყვაა და ამას ვერ გადავალთ,  ვერანაირად.  იმიტომ რომ ჯერ არის უფალი და მერე იწყება სხვა დანარჩენი.“

ბიძინა ივანიშვილს კი იმედი აქვს რომ სვანები გაიგებენ, რომ ხუდონის მშენებლობა  ქვეყნის განვითარებას და წინსვლას სჭირდება.

„თანაც იქ შესატყვისი ანაზღაურებაც კეთდება, კარგი სახლების საშუალებაც ექნებათ, ჩვენ კი მათ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ მხარში“,-განაცხადა პრემიერმა

გარემოს დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში  აქცენტს მათავრობის სტრატეგიაზე აკეთებს და ამბობს

„სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, რომლისგანაც საზოგადოება ეკონომიკურ აღმავლობას ელოდა, ვერ მოიფიქრა ქვეყნის განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი, მიადგა ისევ, იმ ძველ პროექტებს, რომლებსაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა და იმავე სტილით აგრძელებენ მუშაობას.“

განსხვავებული ხედვა და მტკიცებულებები აქვს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრს, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ_
“ხუდონჰესის პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ქვეყნის, ადგილობრივი მოსახლეობისა და რეგიონისთვის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ახირებას ჩვენი ქვეყნის ბედს, საქართველოს ენერგოგანვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ,”IMG_0164

იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის ინტერესები იქნა გათვალისწინებული და არ აშენდა ჰესი. როგორც  “საქჰიდროპროექტის” დირექტორი და ხუდონჰესის პროექტის ავტორი ანზორ ჭითანავა აღნიშნავს აუცილებელლია მშენებლობის დაკონსერვება.

„დღეისათვის მდგომარეობა კატასტროფულია _ ეროზიების, ჩამოშვავების და მეწყერული პროცესების გააქტიურება ყოველ წელსაა მოსალოდნელი.

დაახლოებით, 200 მილიონი დოლარია საჭირო, რომ რეგიონი უსაფრთხო გახდეს და მოსახლეობას კატაკლიზმებისგან დაცული პირობები შეექმნას.

ანუ თუ გადაწყდა, რომ ხუდონჰესი არ აშენდება, მაშინ ეს სამუშაოები უნდა გაკეთდეს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სამუშაოებში თავის დროზე 170 მილიონზე მეტი ისედაც დახარჯულია, გამოდის, რომ სახელმწიფოს ხუდონჰესის დაკონსერვება ნახევარ მილიარდამდე დაუჯდება,” _ საუბრობს “გურია ნიუსთან” ანზორ ჭითანავამ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი აქცენტს ხელისუფლების მხრიდან ხაიშსა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა ინტერესების იგნორირებაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი თანხმობის გარეშე, ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს.

“შემაშფოთებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობა, რომელიც ამ პროცესს თან ახლავს. “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ საზოგადოების მხრიდან ნეგატივის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების წევრების ჩაურთველობა და მათი ინტერესების იგნორირება გახდა, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო რეჟიმში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმაც სასტიკად გააკრიტიკა.

ამ უკანასკნელმა ადამიანის ფასეულობა წინა პლანზე წამოსწია და რიგითი ქართველის ცნება გააღრმავა. სამწუხაროდ, ეს მიდგომა დღეს სრულიად დაკარგულია და ხუდონჰესსა და ხაიშის თემის არაერთი სოფლის მაცხოვრებლებთან მიმართებაში სრულიად დაბლოკილია პიროვნებათშორისი კომუნიკაციის დონე – პროექტის მსურველებისათვის აქ მაცხოვრებლები მხოლოდ სტატისტიკური ერთეულებია და არა რეალური, ცოცხალი ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, აქვთ უფლება თემზე, აქვთ ისტორია, ფასეულობები და ა.შ.

ზოგადად, თანამედროვე ეპოქაში გლობალური პროექტები მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად ითვლება. ამდენად, ოლიგარქები ნებისმიერ საზოგადოებას, რომელიც აზროვნებს, ან პატრონი ჰყავს, მსგავს საკითხებს ფრთხილად უთანხმებენ და “საზოგადოებრივი თანხმობის” გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება.

საზოგადოების თანხმობის გარეშე ხელისუფლების მმართველობა დიქტატური ტიპის იქნება. ხელისუფლებაში “ახალი” მმართველობის მოსვლის შემდეგ ძირითადი აქცენტი ხელისუფლების დემოკრატიულობასა და მეტ ლიბერალობაზე გადავიდა, რისი მომსწრეებიც დღემდე ვართ. ხელისუფლების მხრიდან ხუდონჰესის საკითხის თვითნებური გადაწყვეტა კი სპეციალისტებს იძულებულს გაგვხდის, “ქართული ოცნების” მმართველობის დიქტატორულ ხასიათზე ავლაპარაკდეთ,” _ განაცხადა გამზარდიამ.IMG_0221

ჯამში, კამთის თემაც იგივე რჩერბა, რაც ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხუდონის თემა ჯერ არ დახურულა, თუმცა ყველა თავის კანონიერ გამართლებაზე ფიქრობს.

P.S. დღეს გამოხვალ იყვირებ, რომ უფლებები არ შეგილახონ, ხვალაც, ზეგაც… მერე ხატზეც დაიფიცებ… ისინი კი?!. „დიდ კიბეს აშენებენ, რომ მზე ჩამოაგდონ“

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s