არჩევანი

Posted: ოქტომბერი 27, 2013 in საზოგადოება

 

download„თუ სახელმწოფო ცოცხალი ორგანიზმია და მთავრობა ტვინი,

 მაშინ საქართველოს ქრონიკული ტვინის ანთება აქვს“

ჯ.ქარჩხაძე

P.S . როდემდე?!

არჩევნებია ყველაზე პოპულარული სიტყვა დღეს, ხვალაც _ ზოგადად! (ჩვენში).

ხშირად ვიმეორებთ ერთსა და იგივეს_მეც, შენც.

ისტერიკაა…

ჩვენ გვეხება პოლიტიკა და ვეხებით ჩვენც. ვაკეთებთ პოლიტიკას ან ვაკვირდებით შორიდან_მოდის ჩვენამდე. გვესმის პოლიტიკა ან გაგვიგია. პოლიტიკაა ყველაფერი ჩემიდან შენამდე და პირიქით…

პოლიტიზირებულები ვართ დაბადებიდან დღემდე, მე ასე მესმის და მინდა დაგაჯერო.

პოლიტიკაა ურთიერთობები. ურთიერთობები – კარგი ბინძურიც!

ვიმეორებ_ერთსა და იგივეს! რადგან მეტი არ ვიცი მასზე არაფერი, მაგრამ მაინც ვსაუბრობ, ვსაუბრობ მასზე, რადგან სუნი მცემს მისი, მისი ბინძური სუნი… ახლოა ჩემთან, ახლოსაა ჩემთან ან მე თვითონ ვარ ის_პოლიტიკა, შენი გაგებით.

დღეს მე მირჩევენ _ მე ვარ პოლიტიკა! პოლიტიკა, რომლითაც ყველას ვეხები, რომლითაც ყველას ვაკონტროლებ, ყველა მტკივა_ სანამ არჩევანს გააკეთებენ ჩემზე.

„მერე იწყება თავდავიწყება“ – ეს განცდა უკვე მერამდენედ განვიცადე. რამდენჯერ მოგანიჭე შენ თავისუფალი არჩევანი და ისევ მე მირჩევ, რადგან შენ გგონია, რომ მე არ შემეძლო შენს გარეშე მეარსება.

მე ახლა ჩაის ვსვამ და მონიტორიდან ვაკვირდები შენს ყოველ მიხვრა-მოხვრას, როცა მე მძინავს, სხვას ვავალებ ამ საქმის კეთებას. ახლა უკვე ხშირად მძინავს, რადგან ვიცი შენ ამირჩევ!

მერე ამას აკვირდებიან შენსავით სხვებიც, ხანგრძლივი პროცესია.

პროცესიაა.

P.S დღესაც ყველა დამკვირვებელი იყო, მაგრამ რომელი ორგანიზაციიდან, პასუხი არცერთს არ ჰქონდა…

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s