Archive for ივნისი, 2013

Posted: ივნისი 21, 2013 in წიგნები

  კონტროლის გაწევა  ყველაზე  არასასიამოვნო მომენტია საზოგადოებისთვის, მითუმეტეს ისეთი საზოგადოებისთვის , რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა იმ ნაჭუჭიდან, რომელსაც საბჭოთა კონტროლის ფენომენი ქვია, ამ საზოგადოებას ფობია სჭირს და სძულს ყველანაირი კონრტოლის თემა, მითუმეტეს როცა ეს მატერიალურ საკითხებთანაა დაკავშირებულიimages (9)

დღეს კონტროლის ხსენებაზე ყველას კონტროლიორი ახსენდება, რომელიც თბილისის სატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის მოკლე და კონკრეტულ სტატუს წარმოადგენს. ხო და მოკლედ და კონკრეტულად, ვაპირებ ყველაფერი თავიდან დავიწყო, მე მოგიყვებით ისტორიას როგორ ვხვდები ყოველდღე კონტროლის ქვეშ, მაშინაც კი, როცა ის საჭიროებას არ წარმოადგენს. მე რომ ვარკეთილში ვცხოვრობდე, ალბათ მექნებოდა შანსი უფრო მეტი რამ მეამბნა ამ თემაზე, მაგრამ მე ვარკეთილში არ ვცხოვრობ და ეს ბედნიერება მგზავრობისა, მხოლოდ 20-30 წთ გრძელდება.

გაჯიუტებული კონტროლიორები,თავხედური კითხვა-პასუხი,ზღვარს გადასული კამათი _  ეს ავტობუსის მგზავრთა ყოველდღიურობაა. (more…)

481822_523073961044235_1761442258_n

ჩვეულებრივ, დილა არაფრის კეთების სურვილით დაიწყო, ვიცოდი წერას უნდა შევდგომოდი…  საათნახევრიან ფიქრში გაპარული დროის შემდეგ ვხვდები, რომ “მიდებ-მოდება”კონკრეტულში ვერ ჩამოვაყალიბე; ისევ გარეთ ვცდილობ თემის პოვნას.

ავტობუსში ალბათ ისევ პოლიტიკაზე, ამინდზე და მრავალ მსგავს,ბანალურ თემაზე ილაპარაკებენ.. ხელის ჩაქნევით გავრბივარ გაჩერებიდან, ფეხით ჩავუყევი 9 ძმის ქუჩას და ვცდილობ ე.წ “ჩორნი ხოდებით” გავაღწიო გზის მეორე მხარეს.

ფიროსმანზე კატამ გადამირბინა. ცუდის ნიშანია – იტყვიან ცრუ მორწმუნეები, გვჯერა ან ვუარყოფთ, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა მაინც რჩება;  ვაგრძელებ  გზას სხვა რამისთვის, და ვპოულობ ჩიხს, კედელს წარწერით “Fuck the world! გასასვლელი არ არის!   (more…)

„რელიგიასა  და კანონს მანამ შეუძლია მართოს საზოგადოება სანამ გზა სწორია და იოლად სავალი. როგორც კი აღმართ-დაღმართი დაიწყება, ოღრო-ჩოღროები და მკვეთრი მოსახვევები, უცებ აღმოჩნდება, რომ ჩვენი ღმერთიცა და ჩვენი მეფეც ინსტიქტი ყოფილა, საზოგადოება, იმ პატიოსან კაცს ჰგავს, რომელიც პატიოსანია მხოლოდ პირველ მოშიებამდე” (ჯემალ ქარჩხაძე)

_CSC0051

###

მოსაღამოვდა. 7-ის ნახევარზე, ფოტოაპარატით ხელში უკვე ვაგზლის მოედნის ფოიედან გამოვდივარ. ცოტა არიყოს გამომწვევად გამოვიყურები, აქ მუდმივად მყოფი_ ვაგზლის საზოგადოებისთვის“, მე ხომ სახეზე მცნობენ, რომ ტურისტი არ ვარ, მიუხედავად ამისა, ზუგზაგი მიკეთია და გარემოს ინტერესით ვათვალიერებ_ თითქოს აქ პირველად ვიყო.

„საეჭვოა“ „ნეტა რა უნდა“ „ვინ არის?!“_ ალბათ მრავალმა მსგავსმა კითხვამ გაუელვათ ტავში და თვალებითაც იგივეს მეტყველებენ.

„მე უნდა გავაკეთო რეპორტაჟი ყველაზე ხმაურიანი ადგილიდან, ვაგზლის მოედნიდან“_ გულში ვპასუხობ მათ და არშემჩნეული შიშნარევი ნაბიჯებით ვაგრძელებ გზას.

ვიცი, უფრსკრულში უნდა გადავიჩეხო, რომ რამე გამოვიდეს, თუმცა უფრსკრულში, რომ გადაიჩეხო მის ზემოთ უნდა იმყოფებოდე… (more…)

554614_406851922690015_166709683_n

          ჯერ ისიც არ იცი რა დაგჭირდება და რა – არა. ყველაფერს, აქამდე ჩაუცმელ ტანსაცმელს, გამოუყენებელ ნივთს თუ აქსესუარს ჩემოდანში ჩასადებად მიაქანებ. დედა კი  ერთი თვისსაგზალს დილიდანვე ამზადებს. ცდილობს რაც შეიძლება მეტი სურსათ- სანოვაგე მოათავსოს ყუთებში, ჩანთებში, რადგან ასე უფრო დაიმედებული იქნება – შვილი მშიერი არ დაურჩება.

მერე ღამდება. (more…)