ღმერთი ყველა ჩვენგან(შ)ია!

Posted: მაისი 30, 2013 in ყველაფერზე ან არაფერზე

„ყველაზე მყარი თვისება ყველა ადამიანური შეხედულებისა ის გახლავთ, რომ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან“

მონტენი

tumblr_lmaeh9sBAq1qahv20o1_500_large„ადამიანთა  ურთიერთობები გაქრა ცხოვრების ყველა სფეროში, დავიწყებულია უბრალო ჭეშმარიტება“ _ ეს აზრი, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში 60-70იან წლებში ინდოელმა ფილოსოფოსმა ოშო რაჯნიშმა ჩამოაყალიბა.

თანამედროვე ეპოქაში ჭეშმარიტება ძალზე შეფარდებითი გახდა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ყველა ის მსოფლმხედველობა თუ თეორია, რომელთაც ამა თუ იმ ეპოქაში გაბატონეული მდგომარეობა ეკავათ დასავლურ სამყაროში და ჭეშმარიტების ფლობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას.

ალბათ, გაცილებით ბედნიერები იყვნენ უძველესი ადამიანები, რომელთაც სჯეროდათ ყოვლისშემძლე კეთილი შემოქმედის, ისინი მითებში ცხოვრობდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა შეხედულებები, აზროვნების დონემ ზენიტს მიაღწია და იდეათა ბრძოლის ასპარეზად იქცა მთელი გალაქტიკა. დაირღვა წესები, კანონები, გაუფასურდა შეხედულებები.

“ღმერთი მოკვდა”_ ასე ახსნა 20-ე საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ, იმ კეთილისმყოფელის ზეგავლენის გაქრობა, რომლისაც ადამიანებს შეუცნობლად სწამდათ.

გლობალური გაუცხოების ფონზე, რომელიც პოსტმოდერნიზმის სახელითაა ცნობილი საქართველო მეტად საინტერესო ფაზაში აღმოჩნდა.

ტრადიცია, ფანატიზმი, სოციალური ინსტიქტი, „ჭეშმარიტი რწმენა“,  ან ამ ყველაფრის მაგივრად უბრალოდ აგნოსტიციზმი…

საქართველოში მცხოვრებთა უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

მაშინ როცა 1991 წელს დაინგრა წითელი მექანიზმის სახელად სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი, დაიწყო ქართველი ერის გლობალური, აშკარა შემობრუნება ეკლესიისკენ. დღეს საკმაოდ აქტუალურია და ასე ვთქვათ მოდაშია რელიგიურობა.
საინტერესოა,რამდენად სწორად ესმის ადამიანებს რელიგიის მნიშვნელობა,რამდენად არის რელიგია მათთვის რწმენა,თუ უბრალოდ ტრადიციაა?!

2006 წელს ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველო”_მ ჩაატარა ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევა. პროექტში მონაწილეობდნენ ფილოსოფოსთა, სოციოლოგთა და პოლიტოლოგთა ჯგუფი.
დასავლეთში ამ კუთხით მიმდინარეობს კვლევები 70-იანი წლებიდან მოყოლებული,რომელიც 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.
საქართველოში ეს 2006 წელს ჩატარდა პირველად და მასში მონაწილეობა მიიღო 2200 რესპოდენტმა 18 წლის ზევით.

საზოგადოების კლასიფიკაცია იყოფა სამ ძირითად სისტემად:
1.ტრადიციული;
2.მოდერნული;
3.პოსტმოდერნული.

გამოკვლევამ გვიჩვენა,რომ ქართული საზოგადოება ძირითადად მიეკუთვნება ორს- ტრადიციული ღირებულებათა სისტემიდან გადადის მოდერნულზე.

1)ღირებულებათა ტრადიციული სისტემის ძირითადი პუნქტებია რელიგია,ოჯახი ავტორიტეტი, რომელიც ძირითადად დაფუძნებურია ზებუნებრიივი ძალების მნიშვნელოვანწილობაზე.
2)მოდერნისტულ სისტემაში ავტორიტეტი არის რეალური სამყარო, აქაური კანონები, სასამართლო, კონსტიტუცია და ა.შ.
ზემოთხსენებული ფონდის კვლევამ აჩვენა,რომ ადამიანი შეიძლება იწოდებოდეს „მორწმუნედ“, მაგრამ მას გათვითცნობიერებული არ ჰქონდეს, რომ ამა თუ იმ რელიგიისადმი მიკუთვნებულობა ნიშნავს გარკვეული წესებისა და რიტუალების შესრულებას. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, რას ნიშნავს რელიგიისადმი მიკუთვნებულობა. საქართველოში ადამიანთა 94% თავს რელიგიურად მიიჩნევს, რაც ძალიან მაღალი პროცენტია. ცხოვრობით კი მხოლოდ 11% ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან არატრადიციული ღირებულებები გვაქვს და შესაბამისად პოსტმოდერნულსაც ვუახლოვდებით.

,,საზოგადოების დიდი ნაწილი არის ილუზიაში, ის თავს მიაკუთვნებს ისეთ რაღაცას, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იცის. ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტიც: კითხვაზე, წელიწადში ერთხელ მაინც თუ ინტერესდებით რელიგიური ლიტერატურით, ან უყურებთ თუ არა გადაცემებს, აღმოჩნდა, რომ 35%-ზე მეტი არც კი ინტერესდება ამ საკითხით.რელიგია ადამიანისგან არჩევანს მოითხოვს, და თუმცა იგი არსებობს ტრადიციაში, იმას არ ნიშნავს რომ ეს ერთი და იგივეა. ის რომ, ბაბუაჩემი იყო მართლმადიდებელი, ეს მე მაძლევს საფუძველს, გავხდე მართლმადიდებელი, მაგრამ რწმენა მოითხოვს იმას, რომ მე არჩევანი გავაკეთო. იმას კი არ ვამბობთ, რომ ტრადიცია ცუდია, მაგრამ ტრადიცია, რომელიც უადგილო ადგილას მოქმედებს, სწორედ ვერ ფუნქციონირებს. აქ საუბარია ცნებების აღრევაზე”.-ამბობს პროექტის მონაწილე სერგო რატიანი.

,,ადამიანში საღი სარწმუნოების აღძვრა და აღზრდა ურთულესი, თუმცა, დაძლევადი პროცესია. გაცილებით ადვილია ადამიანი გახდეს მორწმუნე, ვიდრე – საღად მორწმუნე. ანუ გაცილებით ადვილია, ადამიანმა აღიაროს, რომ არის ღმერთი, დაიჯეროს უხილავი სამყაროს არსებობა, მაგრამ გაცილებით რთულია, ადამიანში მოხდეს ზნეობრივი რევოლუცია. თუ ასეთი რევოლუცია მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გახდა არა ლიტონად, არამედ საღად მორწმუნე, რაც ნებისმიერი საზოგადოებისთვის იდეალია.”-ამბობს სახელმძღვანელო “რელიგიის კარიბჭის” ავტორი, ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ნუგზარ პაპუაშვილი.

„ ზოგს ფსიქოლოგი სჭირდება და მღვდელი ერგება ამ საქმეს, არადა ეს უფრო ართულებს საქმეს და ნერვოტულს ხდის საზოგადოებას, ამაში სამღვდელოებასაც მიუძღვის ბრალი. ყველაზე მაგარი ისაა რომ მღვდლები გააფთრებულები ეუბნებიან: “ხორცი არ ჭამო არამც და არამც, ხვალ იქ არ წახვიდე, შარვალი არ ჩაიცვა თუ ქალი ხარ, ილოცე დღე და ღამე”- და რეალური ცოდვები ჰკიდიათ. მართლაც რიტუალისტები არიან!“_ ამბობს 18 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე შენგელია.

“ მე მწამს ღმერთის არსებობის, დავდივარ ტაძარში, მყავს მოძღვარი და ბედნიერი ვარ, რო მართმადიდებელ ქრისტიანად დავიბადე. საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან დიდი ცოდვაა და ვიქრობ ყველამ უნდა ჩაიხედოს საკუთარ თავში და სხვაში მერე დაინახოს ცუდი, ჩვენი ვადებულებაა დავეხმაროთ ადამიანებს და არა გავკიცხოთ“_ რამაზ ჩახვაშვილი 34 წლის.

„მე არ დავდივარ ეკლესიაში, არ ვიცავ მარხვას, თუმცა იყო დრო როდესაც ამ ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ეს გამომდინარეობდა მხოლოდ იქიდან, რომ იმ პერიოდში სხვანაირად არ შეიძლებოდა გარემო პირობების გამო, ამ ყველაფერს ვაკეთებდი გაუცნობიერებლად და იმიტომ, რომ უნდა გამეკეთებინა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი სწორედ მსგავსი მიზეზების გამო “იცავს დადგენილ წესებს”. _ ხატია ნაროუშვილი თბილისის ღია უნივერსიტეტის 4-ე კურსის სტუდენტი.

ჩვეულებრივ, ადამიანები ყოველთვის სხვადასხვანაირად აფასებენ მოვლენებს და მაინც არის თუ არა უბრალოდ ადამიანის შეშლილობა  „იგი ღრმერთი, რომელ მე ვქმენ?!“_ პასუხი  ყველას მიერ მეტნაკლებად გააზრებული სხვდასხვანაირობაა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რომ ყველასათვის მისაღები აზრი არაფერზე არ არსებოსბს.

და ბოლოს,  “სავალდებულო არაა ყველაფრი სიმართლედ მიიჩნიო, მაგრამ ამის აუცილებლობა უნდა შეიგნო, მსოფლიო წესრიგსაც ხომ სიცრუე ედება საფუძვლად!“_ აი, ასე ასრულებს ფრანც კაფკა თავის ცნობილ ნაწარმოებს „პროცესი“.

ჩვენი ცხოვრებაც ხომ დროში გაწელილი პროცესიაა, რომლის აზრს ჯერ ვერავინ ჩაწვდა და ვეძებთ ღმერთს_ იგი ყველა ჩვენგან(შ)ია!

Advertisements
კომენტარები
  1. sofinio ამბობს:

    “დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!… ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო… აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?..”

    ნოდარ დუმბაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s